kachkachashvili otar
Specialization: GeneralService area:
Address: 12 B, Aleksandre Kazbegi Ave, Tbilisi
Phone: 599911425
Languages: Georgian, French, Turkish, Russian
Email: kachkachashviliotar@gmail.com
About Lawyer:
1995-2000 წლებში ოთარი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე და 2000 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 1998 წლიდან კი სამართლებრივ პრაქტიკაში ჩაერთო ადვოკატის თანაშემწედ იურიდიულ კომპანიაში „სიმართლე“. 2000 წელს გახდა ადვოკატი და უწყვეტად ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. მოგვიანებით, ოთარმა დააფუძნა იურიდიული კომპანია ,,OK&CG” და დღემდე კომპანიის მმართველი პარტნიორია. იგი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს როგორც სამოქალაქო (კერძო) სამართლის, ასევე, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით. ძირითადი სფეროა სამეწარმეო/ბიზნეს სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამშენებლო სამართალი, უძრავი ქონების სამართალი, სადაზღვევო სამართალი, შრომის სამართალი და სხვა. 2007 წელს კი მიენიჭა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2018 წლიდან დღემდე ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მენტორ ადვოკატთა სიაში. ამავე 2018-2020 წლებში ოთარი ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური მდგრადობისა და მონიტორინგის კომიტეტს. 2021-2025 წლებში გახლდათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და მე-4 კოლეგიის თავმჯდომარე. ამასთან, 2023 წლიდან ოთარი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი და სერტიფიცირებული მედიატორია. იგი სამედიაციო საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოში ახორციელებს. იურიდიულ პრაქტიკასთან ერთად, ოთარი აქტიურად მოღვაწეობს აკადემიურ სფეროშიც. ამჟამად, იგი ევროპის უნივერსიტეტის (European University) ასოცირებული და აფილირებული პროფესორია. გარდა ამისა, 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტში დაფუძნებულ „სამართლებრივი დახმარების ცენტრს“ (Legal Aid Center). ოთარი ფლობს ქართულ, ფრანგულ, თურქულ და რუსულ ენებს.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი




