რეგისტრაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია 2026 წლის 16 მარტს დაიწყო და 29 აპრილის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2026 წლის საგაზაფხულო სესიები სავარაუდოდ მიმდინარე წლის 02, 03 და 04 ივნისს ჩატარდება (გასაჩივრების სესია - 2026 წლის 06 ივნისი). 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება დისტანციურად, ელექტრონული საგამოცდო პორტალის საშუალებით. საგამოცდო პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საგამოცდო პროცესები თანამედროვე ფუნქციონალის საშუალებით სრულად ელექტრონულად მართონ.

მომხმარებელზე ორიენტირებული ფუნქციონალის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა გაქვთ თავად უზრუნველყოთ სრული საგამოცდო პროცესის ადმინისტრირება:

  • გაეცნოთ სიახლეებს მიმდინარე საგამოცოდო პროცესებისა და კალენდარის თაობაზე;
  • დისტანციურად შექმნათ და მართოთ საკუთარი კაბინეტი;
  • გამოცდის საფასური გადაიხადოთ ელექტრონულად (საბანკო ბარათით), რაც გამორიცხავს დამატებით საგადახდო დავალებების ასოციაციასთვის გამოგზავნას;
  • ნებისმიერი სპეციალიზაციის შემთხვევაში, გამოცხადებული საგამოცდო თარიღებიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი;
  • პირადი კაბინეტიდან მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო სესიის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობა გაქვთ მიღებული;
  • გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ელექტრონულად, მიიღოთ და ბმულის საშუალებით გააზიაროთ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი და სხვა.

საგამოცდო პორტალზე ან/და საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია შექმნათ პირადი კაბინეტი და მნიშვნელოვანია გაეცნოთ საგამოცდო პორტალის მოხმარების წესებს: 

საგამოცდო პორტალზე მომხარებლის რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია

საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის საფასური შეადგენს 250 ლარს და საფასურს იხდით მხოლოდ საგამოცდო პორტალის საშუალებით, ელექტრონულად (საბანკო ბარათით), რაც გამორიცხავს დამატებით საგადახდო დავალებების ასოციაციასთვის გამოგზავნას. რეგისტრაციამდე სავალდებულოა გაეცნოთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დებულებას. 

სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5). 

საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონული ფორმით და განთავსებულია ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი