საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტები იქმნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების მე-15 მუხლის 15.1. პუქნტის “წ” ქვეპუნქტისა და მე-16 პრიმა მუხლის შესაბამისად. კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 41 მუდივმოქმედ კომიტეტს თბილისში და 14 მუდმივმოქმედ კომიტეტს რეგიონებში.
ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის მიზანია:
- მართლმსაჯულების განხორციელების და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობა;
- ადვოკატის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვა;
- სამართლის დარგის შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება და კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა;
- ადვოკატთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- საზოგადოებაში ადვოკატისადმი ნდობისა და რეპუტაციის ამაღლება;
- ასოციაციის წევრ ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, დაცვა და ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება.
დებულება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.




