პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  (საიდენტიფიკაციო კოდი: 202255692; მისამართი: საქართველო, თბილისი, თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1) მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების პრინციპებს, მიზანსა და წესებს.

ასოციაციის ვებსაიტზე წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია, ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

ვებსაიტის წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი იდენტიფიკაციის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

 

ტერმინები:

ვებსაიტი - ვებგვერდების ერთობლიობა, დომეინით http://gba.ge/ http://portal.gba.ge/ https://exam.gba.ge/

ასოციაცია / ადვოკატთა ასოციაცია / მონაცემთა დამმუშავებელი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია  (საიდენტიფიკაციო კოდი: 202255692; მისამართი: საქართველო, თბილისი, თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1), რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

მომხმარებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ვებსაიტზე და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით;

მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

ადვოკატთა ასოციაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

2. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო

2.1 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება ასოციაციის მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.

2.2 აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება ასოციაციის მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც ასოციაციის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.

 

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები

3.1 ასოციაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

3.1.1. არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;

3.1.2. მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

3.1.3. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;

3.1.4. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა თავად მონაცემთა სუბიექტმა;

3.1.5. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;

3.2 მონაცემთა დამუშავება ხდება კონკრეტული პრინციპების შესაბამისად:

3.2.1 სამართლიანობა და კანონიერება - პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, პიროვნების ღირსების შეულახავად;

3.2.2 მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნის არსებობა - აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული მიზანი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება. სხვა მიზნებით მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.

3.2.3 პროპორციულობა და ადეკვატურობა - მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად; თავად მონაცემებიც, ამ მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

3.2.4 პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა - პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

 

4. პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მისი დამუშავება

4.1 ასოციაცია ახდენს ძირითადად რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემის შეგროვებას და დამუშავებას. კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სიითი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საბანკო ანგარიშის მონაცემები, საბანკო ბარათის მონაცემები, IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება ასოციაციის კუთვნილ ვებსაიტზე შესვლა.

4.2 პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით პირის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას.

4.3 თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.

4.4 ასოციაციამ შეიძლება დაამუშაოს მონაცემები მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე ან განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა მონაცემთა დამმუშავებლის დახმარებით. მონაცემთა დამუშავება უნდა შეესაბამებოდეს ასოციაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

5. ვიდეოთვალთვალი და აუდიო ჩაწერა

უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ  საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ასოციაციაში მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრის, შესასვლელებისა და დერეფნების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალისა და აუდიო ჩამწერი სისტემების მეშვეობით.

 

6. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

6.1  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ  მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით ასოციაციისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა მესამე პირებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ასოციაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.

6.2 მესამე პირს წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციის პარტნიორი ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები, რომელთან ურთიერთობის და ინფორმაციის გაზიარების აუცილებლობა გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით და/ან სახელშეკრულებლო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებიდან.

 

7. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება

7.1.  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ  მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით ასოციაციაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე მესამე პირებისგან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ასოციაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.

7.2. მესამე პირს წარმოადგენს ასოციაციის პარტნიორი ფიზიკური და/ან იურიდიული პირები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები.

 

8. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით

წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია  გარკვეული მონაცემების დამუშავებისას შესაძლოა წარმოადგენდეს მონაცემთა დამმუშავებელს და მისი სახელით, ან მისთვის მონაცემების დამუშავება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება.

 

9. მონაცემთა უსაფრთხოება

9.1 ასოციაციაში მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

9.2 ასოციაციაში მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

 

10. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები

10.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს ასოციაციას ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ასეთ დროს ასოციაცია მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

10.1.1 რომელი კატეგორიის მონაცემები მუშავდება მის შესახებ;

10.1.2 რა მიზნით მუშავდება მონაცემები;

10.1.3 რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;

10.1.4 რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;

10.1.5 გაცემულა თუ არა მისი მონაცემები მესამე პირზე, ვისზე გაიცა - მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

10.2 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს ასოციაციას და იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, დამატება, წაშლა, ან განადგურება. ასეთ დროს ასოციაცია შესაბამის რეაგირებას ახდენს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

10.3 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, გამოიხმოს (მოითხოვოს მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება) მის მიერ ასოციაციისთვის გაცხადებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასოციაცია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა მხოლოდ მონაცემთა სუბიქტის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი ქმედების განხორციელებას ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

 

11. საკონტაქტო ინფორმაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირი,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gba.ge, ან/და ასოციაციის ცხელი ხაზის ნომერზე: (+995 32) 2 98 78 78.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი