განგრძობადი იურიდიული განათლება

ადვოკატთა ასოციაცია ყოველწლიურად ახორციელებს განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების რაოდენობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ასოციაციის თითოეულმა წევრმა გაიაროს მისთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებული პროფესიული სწავლება და დააგროვოს სავალდებულო კრედიტსაათები, რომლის რაოდენობასაც საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრავს აღმსრულებელი საბჭო.

ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამა მუშავდება და მტკიცდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს და მოიცავს თემებს, რომლებიც იდენტიფიცირებულია ადვოკატთა საჭიროებების კვლევისა და მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე.  

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, ადვოკატთა პროფესიული სწავლება ხორციელდება ტრენინგის, სამუშაო შეხვედრების, საერთაშორისო კონფერენციების, მრგვალი მაგიდის, დისტანციური სწავლებისა და ზრდასრულთა განათლების სხვა ფორმატების გამოყენებით.