სისხლის სამართლის კომიტეტი

კომიტეტის მიზანია:

(ა) ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის ჩართულობას სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის პროცესში;

(ბ) ხელი შეუწყოს ხარისხიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და  სისხლის სამართალწარმოების საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებას;

(გ) საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისთვის პოლიტიკის შემუშავებასა თუ სხვა შესაბამის პროცესებში ადვოკატთა ასოციაციის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;

(დ) წაახალისოს ადვოკატთა პროფესიული განვითარება სისხლის სამართლის მიმართულებით.