სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

1 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.  ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს ინგლისური სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის გაზიარებას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნეს სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები და სამართლის უზენაესობა. 
ვრცლად >
ფორუმში მონაწილეობა დადასტურდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე. მონაწილეთა რეგისტრაცია 23 სექტემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება.
ვრცლად >
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა პროფესიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობას.
ვრცლად >
მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო კონსულტაციას გაუწევენ, მათ შორის: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, შრომითი და საოჯახო სამართალი, უძრავი ქონება და მემკვ...
ვრცლად >
ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს, 15 სექტემბერს, დამატებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა შეფასდეს ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებების კავშირი მის პროფესიულ საქმიანობასთან და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გასვლითი შემეცნებითი ტურების სერია - „აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად“ - დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ადვოკატებისთვის ყაზბეგში გასვლითი შემეცნებითი ტური მოეწყო.  ტურის მონაწილეებისთვის სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „პროფესიული იმიჯის არქიტექტურა და სტრატეგიული კომუნიკაცია კლიენტთან“. სამუშაო შეხვედრას ტრენერი - მერი მ...
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს პროფესიული კავშირების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი სამუშაო ვიზიტით ჰელსინკში იმყოფებიან. ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „ექსპერტიზ ფრანსეს“ ტექნიკური მხარდაჭერითა და ფინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით ხორციელდება.
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კომიტეტის სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
ვრცლად >
1 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან, რამაზ ფირცხალავასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჭოჭუა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ადვოკატებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნისა და შესაბამისი პირობების გაუმჯობესების მიმართულებ...
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი