სიახლეები

ღონისძიებების კალენდარი

|

კონფერენციის მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია განხორციელდება პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც ელექტრონული ფორმით იწარმოებს და გაიხსნება 21 ოქტომბერს 14:00 საათზე.
ვრცლად >
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის“. სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატებისთვის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება. პროგრამის ფა...
ვრცლად >
8 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას „ადვოკატები და უფლებების ეფექტიანი დაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ უმასპინძლებს. ღონისძიება გააერთიანებს დაახლოებით 200 ადვოკატს, იურისტს, სამართლის მკვლევარსა და პრაქტიკოსს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და ადვოკატთა პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელები.
ვრცლად >
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: „დასაქმების ფორმები - შრომის საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული საკანონმდებლო მიდგომები“.
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე მისულ ადვოკატებს შეხვდა და მათი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ირაკლი ყანდაშვილმა დაწესებულების დირექტორ რამაზ ფირცხალავასთან ერთად დეტალურად განიხილა მიმდინარე პრობლემური საკითხები, მათ შორის, ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიების პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოფი...
ვრცლად >
ირაკლი ყანდაშვილმა მინისტრს ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრინციპი დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა და ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით მოპოვებული ან შექმნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და წერილობითი მასალების დაცვას გულისხმობს. ირაკლი ყანდ...
ვრცლად >
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი არკანზასის მეექვსე სასამართლო ოლქის სახალხო დამცველის ოფისის მკვლელობის საქმეების ზედამხედველ ადვოკატს, შერილ ბარნარდს შეხვდა.​​​ შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა ინფორმაცია მიიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით ამერიკული გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ქართველი ადვოკატებისთვის განგრძობადი იურიდიული განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.  
ვრცლად >
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ბრიტანეთის საელჩოს შორის არსებული თანამშრომლობა, საერთო ინტერესის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართლებრივი პროფესიის განვითარებისა და ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,...
ვრცლად >
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადვოკატის მიერ კანონით განსაზღვრული პროფესიული უფლებებისა და მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელებას, ვინაიდან საადვოკატო საქმიანობა  წარმოადგენს მართლმსაჯულებისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაცვის უფლება გარანტირებულია და ყველას აქვს უფლება, სასამართლოში დაიცვას საკუთარი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით....
ვრცლად >
გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის 2026 წლის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო და 13 ნოემბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ვრცლად >

ღონისძიებების კალენდარი

|
    • ორშ
    • სამ
    • ოთხ
    • ხუთ
    • პარ
    • შაბ
    • კვი