23-24 თებერვალს TMCT გთავაზობთ კურსს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა/პრეცედენტები სამოქალაქო სამართლის საქმეებზე“.
კურსი აკრედიტირებულია „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ (კურსის გავლის შემდეგ ადვოკატები მიიღებენ 10 კრედიტს).
კურსის მიზანია მონაწილეთათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის გაცნობა სამოქალაქო საქმეებზე, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას.
კურსი განკუთვნილია ადვოკატებისთვის და იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კურსის ექსპერტი:
ნინო ბაქაქური - მოსამართლე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
კურსი მოიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკის/პრეცედენტების განხილვას შემდეგ აქტუალურ საკითხებს:
- სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება;
- ხელშეკრულებების ბათილობა;
- საკუთრების უფლების დაცვა;
- კერძო შრომითი ურთიერთობები;
- დელიქტური დავები;
- დივიდენდები.
მონაწილეებს სასწავლო კურსის მასალები მიეწოდებათ ელექტრონული ფორმით.
სწავლების მეთოდი - კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე. გამოყენებული იქნება ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები!
კურსის ხანგრძლიობა და გრაფიკი: კურსი მოიცავს 12 საათს (8 სესიას).
სწავლება ხორციელდება არასამუშაო დღეებში.
I დღე - 23 თებერვალი, 2019 (შაბათი/11:00– 17:00)
II დღე - 24 თებერვალი, 2019 (კვირა/11:00 – 17:00)
სასწავლო კურსის დეტალური პროგრამა მონაწილეებს გადაეგზავნებათ სწავლის დაწყების წინ.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ TMCT-ის სერტიფიკატი.
კურსის საფასური - კურსზე მონაწილეობის საფასური შეადგენს 290 ლარს.
მოქმედებს “თი-ბი-სი ბანკის” განვადება.
კურსის განხორციელების ადგილი - ქ. თბილისი; მ. ლერმონტოვის ქუჩა N10.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა ბმულზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი, 2019 წ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ:
დაგვირეკოთ (+995 577) 111 401; (+995 599) 686 901;
ან მოგვწეროთ companytmct@gmail.com