ლაშა კალანდაძე

საგანმანათლებლო საბჭოს წევრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი. ლაშა კალანდაძე არის იურიდიული ფირმის, სამართლებრივი და ფინანსური კომპანია - მეტრიკის დამფუძნებელი პარტნიორი. მას აქვს მოსამართლედ მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება, არის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მედიატორი და აქვს საგანმანათლებლო სფეროში ლექტორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 

1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, 1998-2001 წლებში, ამავე უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასპირანტურაში.

2015-2016 წლებში, სწავლობდა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში (აშშ) და დაცული აქვს მაგისტრის (LLM) ხარისხი.

1998-2001 წლებში, მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, კონსულტანტის, უფროსი კონსულტანტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის  თანაშემწის თანამდებობებზე;

2001-2004 წლებში, მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამარათლოში, საქართველოს უზენაესი  სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ;

2004-2005 წლებში, იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2005-2006 წლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

2006-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და  თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის  თავმჯდომარე;

2006-2013 წლებში, იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჟოს წევრი, ამავე წლებში;

2006-2013 წლებში, ეკავა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა;

2008-2015 წლებში, იყო მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიაში (CEPEJ, სტრასბურგი) ეროვნული კორესპონდენტი;

2007-2017 წლებში, იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2005-2015 წლებში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი, ხოლო 2013-2017 წლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი;

2013 წლიდან დღემდე არის CEDR-ის (Centre for Effective Dispute Resolution London) აკრედიტებული მედიატორი;

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი;

2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საგანმანათლებლო საბჭოს წევრი;

2017 წლიდან დღემდე არის იურიდიული ფირმის - სამართლებრივი და ფინანსური კომპანია - მეტრიკის დამფუძნებელი პარტნიორი;

გარდა მშობლიური ენისა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი