მარიამ კუბლაშვილი

კლიენტთან კომუნიკაცია

მარიამ კუბლაშვილი 2017 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მარიამ კუბლაშვილი იყო ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი და შემდგომში თავმჯდომარე.

მარიამ კუბლაშვილმა 2007 წელს დაამთავრა ქ. ახმეტის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, (საბიუჯეტო სექტორი, 100% სახელმწიფო გრანტი), სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2010 წელს,  დაამთავრა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენების სპეციალიზაციით. 2008-2010 წელს მიიღო  კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის დიპლომი. 2016 – 2017 წლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA - ს დიპლომი, ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება;

მარიამმა თავისი პროფესიული განვითარება, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სტაჟირებით დაიწყო 2007 – 2008 წლები, რომელიც ამავე წელს, სამართლის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვების ჯილდოდ მიიღო. 2008 წლის მაისში, ჩააბარა ადვოკატის გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2009 წლის ივნისში, ჩააბარა ადვოკატის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2009 – 2010 წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. მილანის ერთ - ერთი წამყვანი იურიდიულ ბიუროში - Fumagalli, Grando E Assicuati.  პარალელურად გახლდათ შვეიცარიაში, საფეხბურთო გუნდ ACB Berlincona – ს იურისტი. 2009 – 2010 წლებში, იყო თბილისის იურიდიული ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2010 წლიდან დააფუძნა საკუთარი იურიდიული ბიურო ,,კუბლაშვილი და პარტნიორები“. 2012 წლიდან დღემდე -  საერთაშორისო კომპანია ,,დუტი ფრი ალიანსი” - ს მთავარი იურისტი; 2014 წლიდან, სილიკო მარგანეცის გადამამუშავებელი საწარმოს (შპს ,,მეტალოლამი“) მთავარი იურისტი. გაიარა პრაქტიკული კურსი სისხლის სამართლის სპეციალობით MR. G. Szegedi. - ს საადვოკატო ბიუროში. ჰოლანდია. ქ. როტტერდამი. 2015 წელი. 2016 წელს მიენიჭა წლის სპეციალისტის წოდება, ნაციონალური ბიზნეს - რეიტინგების კავშირის მიერ.   

ფლობს, საქართველოს პარლამენტის პირველი ხარისხის დიპლომს, საკონკურსო პროგრამაში „ვსწავლობ დემოკრატიას გამარჯვებისათვის“, ევროპული აკადემიის საერთაშორისოდ აღიარებულ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამა -  ILEC იურისტებისთვის (B2 დონე) და სხვა სერთიფიკატებს.  აქვს 10 წლიანი უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა, ადმინისტრაციული, სისხლის და სამოქალაქო სამართლის სპეციალობით. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი