ლევან ბერძენიშვილი

კამათის ხელოვნება

ლევან ბერძენიშვილი დაიბადა ბათუმში 1953 წლის 23 ოქტომბერს. 1970 წელს დაასრულა ბათუმის მე-9 საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს.
1979-1980 წლებში მუშაობდა სოხუმის უნივერსიტეტში.
1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას.
1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.
1996 წლიდან საქმიანობდა არასამთავრობო სექტორში. იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი (1996-97), დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (1996), იყო ფონდ „ქართუს“ დირექტორი (1997-98).
1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად.
2004-2008 წლებში იყო  საქართველოს პარლამენტის წევრი. არჩეული იყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ — იყო ამავე კომიტეტის წევრი.
2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო რეიგანის სტიპენდიანტი და დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) რეიგან-ფასელის პროგრამის უფროსი თანამშრომელი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მაუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. 
2012-1016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ამჟამად არის ილიას უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი, ასწავლის სხვა უნივერსიტეტებშიც.
არის რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი