გიორგი თარგამაძე

ორატორული ხელოვნება

გიორგი თარგამაძე არის მედია ცენტრის დირექტორი და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. 2013 წლიდან იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მედია ცენტრის დირექტორი. 
მას აქვს მედიაში 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება. კარიერა  დაიწყო  1987 წელს, როდესაც მუშაობდა ახალგაზრდული სატელევიზიო გადაცემის წამყვანად.
1991-1993 წლებში იყო ახალი ამბებისა და ყოველკვირეული დაიჯესტის ავტორი, წამყვანი და მთავარი რედაქტორი ტელეკომპანია „იბერვიზიაში“.
1993-1995 წწ. გიორგი თარგამაძე იყო ტელეკომპანია „აჭარის“ ტელერადიო დეპარტამენტის დირექტორი. მოგვიანებით, ტელევიზია „სტუდია ბათუმის“ დირექტორი.
1997-1999 წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსად.
2003-2008 წლებში გ. თარგამაძე იყო ახალი ამბებისა და თოქ შოუს პროგრამების დირექტორი და ასევე ყოველკვირეული პროგრა „დროების“ ავტორი და წამყვანი ტელეკომპანია “იმედში”. 
1999-2003 წლებში ჟურნალისტურ კარიერასთან ერთად იყო პარლამენტის წევრიც.
2008-2012 წლებში ის იყო საქართველოს პარლამენტში უმცირესობის ლიდერი და საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. 
2008-2013 წლებში, გ. თარგამაძე იყო საქართველოს „ქრისტიან-დემოკარტიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხოლო 2010-2011 წწ. - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 
2012-2013 წლებში აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტად. 
2014 წლიდან, არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მმართველობის სკოლების ბაკალავრისა და მაგისტრატურის კურსების მოწვეული ლექტორი. 
გიორგი თარგამაძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1999). 2011 წელს მან მიიღო სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი