ჯუმბერ მაილაშვილი


განათლება: 
1990-1996 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით)
2009 წლიდან 2010 წლამდე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი;
2010 წლიდან 2016 წლამდე ვირიცხებოდი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტად.
2016 წლის მარტიდან მობილობით გადავედი გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის  დოქტორანტურაში სისხლის სამართლის პროგრამაზე. სადისერტაციო თემა: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თაღლითობისათვის“.  
სამეცნიერო ინტერესები:
სისხლის სამართლის ზოგადი და კერძო ნაწილი;
სისხლის სამართლის პროცესი;
პროფესიული აქტივობები:
1992-1995 წლებში ვმუშაობდი ახმეტის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: ადმინისტრაციული კომისიის ინსპექტორად, იურიდიული განყოფილების გამგედ, იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად, ახმეტის რაიონის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსად, 1996-1998 წლებში _ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის პირიქითის მეცხოველეობის მეურნეობაში იურისტ-კონსულტანტად. 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ ახმეტელის ბიუროში _ იურისტ-კონსულტანტად. 2000-2002 წლებში _ ქ. ახმეტის გამგეობის იურისტ-კონსულტანტად. 2002 წლიდან 2006 წლამდე  არჩეული ვიყავი ქისტაურის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ. 
-2006 წლის ნოემბრის თვეში ჩავაბარე ადვოკატთა საატესტაციო გამოცდა. 2007 წლის თებერვლის თვიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციით. 1998 წლიდან დღემდე ვეწევი კერძო საადვოკატო საქმიანობას; 2007 წლის მაისის თვეში ჩავაბარე მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2009 წლის 11 სექტემბრიდან  2014 წლის სექტემბრამდე   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,    სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე მეკავა  ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა (სისხლის სამართლის მიმართულებით). 2014 წლის აპრილის თვიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავინიშნე  იურიდიული სამსახურის უფროსად, სადაც დღევანდლამდე ვმუშაობ.   
2016 წლის იანვრიდან დამატებით ვარ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი.          
- მოსმენილი მაქვს ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სერთიფიცირებული ტრენინგები: „სასამართლო უნარ-ჩვევების კურსი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორთათვის“. ევროკავშირის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგი წამების და არაადამიანური მოპყრობის გამოძიების საკითხებზე. ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა  სასამართლოს საკითხებზე. სასამართლო ორგანოებში ადვოკატირების  უნარ-ჩვევებზე. 2012 წელს გავიარე ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სერთიფიცირებული ტრენინგი მომავალი ტრენერებისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გაძლიერებული ტრენინგისათვის. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი