პაატა დიასამიძე


პაატა დიასამიძე 2015 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამავე წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.

2013 წელს დაასრულა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა - აკადემიური ხარისხი - „სამართლის ბაკალავრი“.

2015 წელს დაასრულა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის“ სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა - აკადემიური ხარისხი - „სამართლის მაგისტრი“.

პაატამ თავისი პროფესიული განვითარება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სტაჟირებით დაიწყო 2011-2012 წლები, თავისი კარიერა გააგრძელა საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში, სადაც იყო ადვოკატის თანაშემწე 2013-2014 წლები. 2013 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ამავე წელს ჩააბარა სტაჟიორ-პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2014 წელს გახდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო მონიტორინგის ჯგუფის წევრი. 2015 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით, ამავე წელს გაიარა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 2015-2020 წლებში იყო ადვოკატი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში. 2019 წელს, ჩააბარა სტაჟიორ-პროკურორთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე წლიდან არის მენტორ ადვოკატი. 2020 წელს გაიარა სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო). 2020-2021 წლებში იყო სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, მოწვეული მასწავლებელი. 2020-2023 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე. 2023 წლიდან დღემდე ეწევა კერძო საადვოკატო საქმიანობას.

პაატას ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებიდან დღემდე აქვს უწყვეტი საადვოკატო პრაქტიკა, სისხლის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროფესიულ აქტივობაში, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი/სემინარი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი