ნატო პაპუაშვილი



 
ნატო პაპუაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, სიითი 1905
განათლება
1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 
2002 წელს წარჩინებით,  დაამთავრა საქრთველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტუტუტის იურიდიულ  ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
30.09.2002 წლიდან მუშაობდა რ/კ პიროვნების უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში ადვოკატად სამოქალაქო სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 
18.05.2006 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და შესაბამისად გახდა სერთიფიცირებული დამოუკიდებელი ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგში.
24.06.2010 წელს ჩააბარა   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის    საკვალიფიკაციო  გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 
2017 წელს  გაიარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული კურსი და მიიღო დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
2018 წელს  გავლილი კურსის საფუძველზე გახდა მენტორი ადვოკატი. 
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი.
2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ,,ადვოკატის სოციალურის დაცვის კომიტეტის წევრი.
ტრენინგები
2008 წელს  მონაწილეობა მიიღო ამერიკის იურისტთა ასოციაციის  ,,კანონის უზენაესობის ინიციატივის პროექტში საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებზე’’.
2008 წლის 15 ნოემბერს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  და ეუთოს მისიის მიერ  ორგანიზებული პრაქტიკული სემინარი ,,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრება საქართველოში’’.
2008 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ეუთოს მისიის  მიერ ორგანიზებული სემინარი ,,საქართველოს ახალი სისხლის სამართლის  კოდექსის პროექტის  განხილვა’’.
28.02.2011 წელს გაიარა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიით საქართველოში სემინარი: ,,აღკვეთი ღონისძიებების ევროკონვენციის მე-5 მუხლისა და ადვოკატთა პრეზენტაციის უნარ-ჩვევების შესახებ’’.
17.03.2011 წელს  გაიარა ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგი  ,,საგადასახადო სამართლის აქტუალური საკითხები’’.
კვალიფიკაციია ასამაღლებელი კურსები
2008 წელს გაიარა ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ სასწავლო ცენტრის კვალიფიკაციის  ასამაღლებელი კურსი ,,სამოქალაქო სამართლის  პროცესში და ადვოკატის უნარჩვევებში’’.
2009 წელს გაიარა ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’  სასაწავლო ცენტრის კვალიფიკაციის ასამაღლებელი  კურსი ,,ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციული სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარჩვევებში’’.
2010 წელს გაიარა ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ სასწავლო ცენტრის კავლიფიკაციის ასამაღლებელი  კურსი ,,სისხლის სამართალსა და სისხლის სამართლის  პროცესში’’. 
2010 წელს გაიარა ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ სასწავლო ცენტრში კვალიფიკაციის კურსი  ,, ფინანსურ სამართალსა და საგადასახადო  დავების შესახებ’’.
2010 წლის მარტში  გაიარა ს.ს.ი.პ. ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ სასწავლო ცენტრში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ,,ადამიანის  უფლებათა  ევროპული სამართლისა და სასამართლოს შესახებ’’.
ასევე 2010 წლიდან  დღემდე ყოველწლიურად გადის არაერთ ტრენინგ-სემინარებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
სამუშაო გამოცდილება
აქვს ადვოკატად მუშაობის 17 წლის გამოცდილება და სტაჟი ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამარლოში. გარდა ამისა ასევე მუშაობ სტრასბურგის საკითხებზე.   ფლობს უცხო ენებს და ასევე კომპიუტერ პროგრამებს.

 
  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი