ირმა ჯიმშიაშვილი


2015 წლის აპრილიდან მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურში. თავდაპირველად მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის  ბიუროში  სამოქალაქო სამართლის ადვოკატად.  აქვს მრავალწლიანი  მუშაობის გამოცდილება სამართლის სხვადასხვა სფეროში. არის ადვოკატი  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში სხდომის მდივნად,  სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტში,  ბანკ „ ტრანსკავკასიაში“, სს „საქპროექტში“ და სხვადასხვა კერძო  სექტორში   იურისტად.    კითხულობდა ლექციებს თბილისის ეკოლოგიურ–ეკონომიკურ ინსტიტუტში სამოქალაქო სამართალში, არის პროფესორის ასისტენდი. მონაწილეობა აქვს  მიღებული მრავალ პროცესში, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო–ადმინისტრაციულის  საქმეებზე.
გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი. მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. აქვს ასევე  შესაბამისი სერთიფიკატი  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებშიც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შერჩეულია ადვოკატთა ტრენერად სანივთო სამართალში.
 ირმა ჯიმშიაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი