ირაკლი ბენია


2005 წლის აგვისტოდან 2007 წლის აგვისტომდე მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ ,,ნდობა“–ს ადვოკატ–სტაჟიორად შემდგომ ადვოკატად.
2006 წლის სექტემბრიდან არის სსიპ  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალობით. 
2009 წლის მაისიდან მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, მოწვეულ საზოგადოებრივი ადვოკატთა რეესტრის ადვოკატად. (ხელშეკრულებით)
2015 წლის თებერვლიდან  მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატად.
2016 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატად.      
ირაკლი ბენიას მრავალწლიან პრაქტიაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით  დასრულებული საქმეები.
მონაწილეობა აქვს მიღებული ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულ სისხლის სამართლის საქმეში.
ირაკლი ბენიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მთ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.
2016 წლიდან ირიცხება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში’’, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
2010 წელს, ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.                                     
2007 წელს, ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.                                                   
2006 წელს, ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.                                                 
2005 წელს, ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი