იოსებ ბარათაშვილი


განათლება:
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 
ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით (1983);
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
სამართალმცოდნის სპეციალობით (1996).
ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტის
სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტურა (2014)
კარიერა:
გეოლოგიური ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი (1983-89).
80-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.  ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პედაგოგი (1996-97);
საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის (1997-2005),
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (2006 წლიდან) წევრი;
ა/ო “წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი - (GCRT)”-ის იურისტი (2002-2007);
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვეული ექსპერტი (2006, 2018);
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამგეობის წევრი,
სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე (2009-2013).
2010 წლიდან იურიდიული კომპანია “პროცესი”-ს პარტნიორი, დირექტორი;
2012-2013 წლიდან სისხლის სამართლის რეფორმების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი.
მონაწილეობა აქვს მიღებული სისხლის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართალწარმოების  მრავალ გახმაურებულ სასამართლო პროცესში.
აწარმოებს საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მრავალი საერთაშორისო სემინარისა და კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი.   გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები.
მიღებული აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირის,
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის  და  ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატები.
არაერთხელ ყოფილა დასახელებული საქართველოს წლის საუკეთესო ადვოკატად.    
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი