ზურაბ როსტიაშვილი


ზურაბ როსტიაშვილი 1980-1985 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებისთანავე, ე.წ. განაწილებით დაიწყო მუშაობა საქართველოს სსრ ადვოკატთა კოლეგიის თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში.

1995 წელს ქართლოს ღარიბაშვილთან და სხვებთან ერთად დააფუძნა ,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი კორპორაცია’’, რომლის წევრიც გახლდათ 1997 წლამდე.

1997 წელს დააფუძნა ,,ადვოკატთა და დამცველთა ასოციაცია” და გახლდათ მისი პრეზიდენტი.

2006 წელს მოხდა ,,ადვოკატთა და დამცველთა ასოციაციის”  რეორგანიზაცია ამხანაგობა ,,ზურაბ როსტიაშვილის საადვოკატო ბიუროდ”, სადაც მან დაიკავა თავმჯდომარის პოზიცია.

2010 წლიდან არის  ,,ზურაბ როსტიაშვილის საადვოკატო ბიუროს” თავმჯდომარე..

ზურაბი არის  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2013 წლიდან დღემდე.

იგი რამდენჯერმე იყო დაჯილდოებული საადვოკატო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაჯილდოებულია ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით.

ფლობს ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ ენებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი