ზვიად კორძაძე


1994 წელს ზვიად კორძაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1998 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა (სპეციალობა: სისხლის სამართალი); ამჟამად არის ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის („გაუ“) სამართლის დოქტორანტი.
ზვიად კორძაძე საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ეწევა 1996 წლიდან. 1996 წლიდან 2003 წლამდე იგი იყო კს ,,კორძაძე და სვანიძე - ადვოკატების“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, 2003 წლიდან კი - კს ,,კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორია. პარალერულ რეჟიმში ორი წლის განმავლობაში (2006-2008 წლებში) მას ეკავა ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობა. 
საადვოკატო საქმიანობასთან ერთად ზვიად კორძაძე ეწევა საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას და ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. 2014 წლიდან იგი ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის („გაუ“) ასოცირებული პროფესორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელია. კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საადვოკატო ეთიკასა და ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკაში. იგი არის შპს ,,ზვიად კორძაძის გამომცემლობა”-ს პარტნიორი, შპს ,,თბილისის სამართლის სკოლა”-ს მმართველი პარტნიორი და ჟურნალი ,,სითი მენი”-ს პარტნიორი. 
ზვიად კორძაძე არის შემდეგი კრებულების სამეცნიერო რედაქტორი: ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები (თბილისი, 2016 (გვ. 430)), იულიუს ჰაჩეკი, თანამედროვე  დემოკრატიის უფლება (თბილისი, 2016 (გვ. 147)) და ქართული სამართლის კლასიკა, წიგნი I, (თბილისი, 2017 (გვ. 660), ქართული სამართლის კლასიკა, წიგნი II (თბილისი, 2019), სერგი ჯაფარიძე, სავაჭრო სამართალი (თბილისი, 2019), იროდიონ სურგულაძე, GEWALT UND RECHT (თბილისი, 2019), გიორგი ნანეიშვილი, სამართლის ნამდვილობა და ცდა ნორმატიული ფაქტების დასაბუთებისა (თბილისი, 2019).
ზვიად კორძაძე არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე; საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ჟურნალის მთავარი რედაქტორი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; თბილისის საარბიტრაჟო პალატას დამფუძნებელი, არბიტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წევრი; საქართველოს ხარისხის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, გამგეობის წევრი; საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამგეობის წევრი; ხელნაწერთა ინსტიტუტის მეგობართა საზოგადოების გამგეობის წევრი; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭოს წევრი; საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის გამგეობის წევრი; საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ანტი-დოპინგური სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს სპორტული არბიტრაჟის არბიტრი. 
1995 წლიდან 2006 წლამდე ზვიად კორძაძე იყო ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” გამგეობის წევრი; 1997-1998 წლებში - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის გადაუდებელი საორგანიზაციო ღონისძიებათა შემმუშავებელი საუწყებათაშორისო კომისიის წევრი; 2001 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2002 წელს - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2005-2006 წლებში - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან 2013 წლამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 2011 წლიდან 2013 წლამდე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის რედაქტორი, 2013-2015 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, 2010-2013 წლებში -საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს წევრი; 2010-2013 წლებში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2012-2016 წლებში - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) გამგეობის წევრი; 2013-2017 წლებში - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრი; 2016-2017 წლებში - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2017 წელს - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის წევრი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი