დავით ახალაური


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის საერთო კრებაზე ჩატარებული არჩევნების შედეგებით დავით ახალაური გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრი.

2019 წელს დავით ახალაური ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩა.

2000 - 2005 წლებში  დავითი სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2006-2007 წლებში გაიარა  სავალდებულო სამხედრო სამსახური და 2007 წელს ჩააბარა  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2008 წლის იანვრიდან  დავით ახალაურმა  საადვოკატო საქმიანობა დაიწყო ახმეტის რაიონული სასამართლოს ყოფილ თავჯდომარესთან გელა შაშიაშვილთან  ერთად შექმნილ საადვოკატო ბიუროში. მოგვიანებით ჩამოაყალიბა შპს ,,ადათი“, ასევე ჩამოაყალიბა ,,დავით ახალაურის იურიდიული ოფისი“, სადაც დღემდე ეწევა  საადვოკატო საქმიანობას.  

დავით ახალაური ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დღიდან  სისტემატიურად გადიოდა განგრძობადი იურიდიული განათლების სხვადასხვა კურსებს სამართლის აქტუალურ საკითხებზე და მოიპოვა უამრავი სერთიფიკატი, ასევე  შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ გახდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  სპეციალისტი ადვოკატი.

2017 წლიდან გახდა ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი (სასწავლო მოდული: ,,სიცოცხლის წინაარმდეგ მიმართული დანაშაულები“), აგრეთვე არის ადვოკატთა პროფესიული კავშირების თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

2017 წელს კენჭი იყარა საქართველოს ადოკატთა ასოციაციის  მმართველ ორგანოთა არჩევნებში და ადვოკატების მიერ 4 წლით არჩეული იქნა ს.ს.ი.პ  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის  წევრად.

2018 წლიდან დავით ახალაური აქტიურად ჩაერთო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში ადვოკატის უფლებების დაცვს კუთხით და სარავიზიო კომისიის პარალელურად მოღვაწეობს   ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისის კომიტეტში -  წევრად, ხოლო ადვოკატის უფლებათა დაცვის კახეთის  კომიტეტში  - თავჯდომარედ. 

2018 წელს დავით ახალაურმა, მთელს  საქართველოსა და ევროპაში  ელექტრონულად  ადვოკატის მომსახურების მიზნით შექმნა კერძო   ელექტრონული პორტალი ,,GEOADVOKATI “ .

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი