თეონა მეგენეიშვილი

"ვისაც გსურთ მიზნის მიღწევა, უმაღლესი შედეგის დადება, ეს კურსი თქვენთვისაა!"

იმისათვის რომ უნივერსიტეტის შემდგომი ნაბიჯები გადამედგა, აუცილებელი იყო საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება! მირჩიეს, მივსულიყავი ასოციაციის სასწავლო ცენტრში. 

ვინც ახლა გაურკვევლობაში ხართ, მუშაობთ, არგაქვთ საკმარისი დრო, ამისათვის მე გირჩევთ სასწავლო ცენტრში მისვლას. ეს არის ადგილი, სადაც დაგეხმარებიან პროფესიონალი და გამოცდილი იურისტები, ასევე სასწავლო ცენტრის პოზიტიური, ყურადღებიანი და მეგობრული ჯგუფი! მერწმუნეთ, აქ მისვლის დღიდან თქვენი მიზანი არ იქნება მხოლოდ გამსვლელი 75 ქულის აღება, არამედ გაცილებით მეტი. ამას პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვსაუბრობ.

რა თქმა უნდა, იყო ნერვიულობის მომენტები, რაც ჩვენს მეგობრულ ლექტორებთან და ძალიან საყვარელ ჯგუფელებთან ერთად გადავლახეთ. ჩვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება და მადლობა მათ ამისათვის.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია "პრეტესტი" რასაც კურსის დახურვის შემდეგ გავდივართ. ეს არის პირველი ნაბიჯი, პირველი ემოციები, მიმართული იმისკენ, რომ გამოცდას აუცილებლად ჩააბარებთ! 

ვისაც გსურთ მიზნის მიღწევა, უმაღლესი შედეგის დადება, ეს კურსი თქვენთვისაა!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი