საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP)-ის მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას საზაფხულო სკოლაში - წარმომადგენლობა მედიაციაში.
პროექტის მიზანია ახლადგაწევრიანებული ადვოკატებისთვის მედიაციის მიმართულებით როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.
სამუშაო ენა: ინგლისური
საზაფხულო სკოლის თარიღები: 19, 20, 21, 28, 29, 30 ივნისი, 2026
ადგილი: თბილისი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისი
სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ადვოკატს, რომელიც:
- არ არის მედიატორი;
- სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას (სავალდებულოა ენის ცოდნის დამდასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა);
- არ აქვს გავლილი მედიაციის ტრენინგი;
- არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2020 წლიდან.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე შეირჩევიან და შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).
რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. დამატებით დეტალები ეცნობებათ მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.




