ძვირფასო წევრებო!

25 მაისი 2022

2022 წლის 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, აშშ-ში (მაიამი, ფლორიდა) ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IBA) ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც100-ზე მეტი სემინარი, ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდება. 

IBA-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6000-ზე მეტი ადვოკატი მონაწილეობს, რაც მნიშვნელოვანი პროფესიული კონტაქტების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. 

კონფერენცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა ასოციაციის ყველა წევრს შეუძლია. კონფერენციაზე რეგისტრაციასა და მონაწილეობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს დამოუკიდებლად ახორციელებს მონაწილების მსურველი პირი. ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: https://www.ibanet.org/conference-details/CONF2137 

აქვე გაცნობებთ, რომ ახალგაზრდა ადვოკატებს (35 წლამდე) IBA კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ სტიპენდიებს (მონაწილეობის ხარჯების დაფარვის მიზნით) კონკურსის საფუძველზე სთავაზობს. სასტიპენდიო კონკურსი IBA-ის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან დამოუკიდებლად ტარდება. დეტალებისთვის იხილეთ ბმული: https://www.ibanet.org/annual-conference-scholarships 
გისურვებთ წარმატებას!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი