შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან

6 დეკემბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები, იურიდიული პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევები, ისევე როგორც ადვოკატთა ასოციაციის როლი და მისი ჩართულობის მნიშვნელობა მართლმსაულების სისტემის რეფორმირებისა და ქვეყანაში საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. 
მხარეებმა ასევე განიხილეს ურთიერთანამშრომლობის სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის:
▶ ბრიტანულ-ქართული სამართლის ფორუმის შექნმა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის იურიდიული პროფესიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას;
▶ ადვოკატთა ასოციაციის ახალი პრობონო ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს დამწყები მეწარმე ქალებისთვის იურიდიულ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით; და
▶ საინვესტიციო და ბიზნეს სამართლის საკითხებზე საერთო ღონისძიებების ჩატარება ქართველი ადვოკატებისთვის. 

მხარეებმა გამოთქვეს აქტიურად თანამშრომლობის მზადყოფნა და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი