შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან

14 ოქტომბერი 2020

ადვოკატთა ასოციაციაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გერმანულ და ქართულ იურიდიულ პროფესიებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურ პალატასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. 
ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ხაზი გაუსვა ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული პროფესიის მნიშვნელოვან როლს საქართველოში ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულრბით შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი