ადვოკატთა ასოციაციის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტის წევრები ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ. ამ დროისთვის სამართლებრივი დახმარება უკვე 15-მდე ქალბატონს გაეწია.
კონსულტაციების მიღება მსურველებს კვირის ბოლომდე შეუძლიათ. უფასო იურიდიულ კონსულტაციაზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ძალადობის მსხვერპლ ქალთა ინფორმირებას მათი სამართლებრივი უფლებების შესახებ, მათ გაძლიერებასა და პროფესიული იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
8 მარტს კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს - ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებს.
ასოციაციის ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კომიტეტი ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომავალშიც არაერთ პრო ბონო ინიციატივასა და აქტივობას გეგმავს.




