უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებები

1 დეკემბერი 2021

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოსამართლოების კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დამატებით ოთხი მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფი ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის ხუთი წევრი.

სამუშაო ჯგუფის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება განხორციელდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებებისა და საქართველოს პარლამენტში მოსმენის პროცესის დაკვირვების, ასევე, კანდიდატების შესახებ სხვა სათანადო ინფორმაციის მოკვლევის საფუძველზე. სამუშაო ჯგუფის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება განხორციელდა სამართლიანი და ობიქტური კრიტერიუმებით, წინაწარ შემუშავებული შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული მოსამართლოების კანდიდატების შეფასების დოკუმენტი ადვოკატთა ასოციაციამ წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი