უზენაეს სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლეს

30 აპრილი 2026

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მე-15 ნაკადის მონაწილეებს უმასპინძლეს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, თამარ ოქროპირიძეს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მოსამართლემ მათ სამოსამართლო საქმიანობის სპეციფიკა, პრაქტიკული ასპექტები და სასამართლო პროცესის თავისებურებები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში კურსის მონაწილეებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს შენობა, სასესიო დარბაზები და მართლმსაჯულების მუზეუმი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა მოიცავდეს არა მხოლოდ სასწავლო კომპონენტს, არამედ მონაწილეებს აძლევდეს შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ იმ გარემოს, სადაც მომავალში მოუწევთ საქმიანობა. მსგავსი ვიზიტები ეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ სასამართლო სისტემის სტრუქტურა, დაათვალიერონ ისტორიული შენობა და სასესიო დარბაზები. ვფიქრობ აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მათი პროფესიული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ.“- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი