ტრენინგ საჭიროებების გამოკითხვა და პორტალის გამოყენების ინსტრუქცია

15 იანვარი 2021

2021 წლიდან სრულად ამოქმედდა ადვოკატთა ასოციაციის ახალი ვებ-პორტალი. პორტალის საშუალებით ასოციაციის წევრებს, მენტორ ადვოკატებს, ადაპტაციის პროგრამისა და მოსამზადებელი კურსის მსმენელებს, შესაძლებლობა აქვთ სრულად დისტანციურად მართონ საგანმანათლებლო პროცესები.

ახალი ვებ-პორტალის გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/zqBjzt32X1Q  

ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი ვებ-პორტალის ბაზაზე დაინერგა წლის ტრენინგების თემების განსაზღვრის პროცესი თავად წევრთა საჭიროებების შესაბამისად. ამისთვის, ვებ-პორტალზე ამჟამად გამოცხადებულია გამოკითხვა, რომლის შევსებითაც ადვოკატებს შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენთვის პრიორიტეტული თემები. გამოკითხვის დასრულების შემდგომ, პორტალი განსაზღვრავს ყველაზე აქტუალურ თემებს, რომლის საფუძველზედ დაიგეგმება მიმდინარე წლის ტრენინგები.

გამოკითხვის შევსების წესიც მოცემულია ზემოთ მითითებულ ვიდეო ინსტრუქციაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი