საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და „დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში „დინამო თბილისი“ ასოციაციის წევრებისთვის სპეციალურ, პრივილეგირებულ პირობებს უზრუნველყოფს. შეთანხმება ასოციაციის მოქმედი წევრებისთვის 10%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს როგორც საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ საშინაო მატჩების სეზონური აბონიმენტების შეძენაზე, ასევე ოფიციალურ საკლუბო მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე.
ფასდაკლება ასევე ვრცელდება „დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლებში სწავლის საფასურზე შემდეგი პირობებით: პირველი ბავშვისთვის - 10%, მეორე ბავშვისთვის - 15%, ხოლო მესამე ბავშვისთვის - 20%.

 „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში სპორტული აქტივობების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავსი თანამშრომლობებიც, რომლებიც ასოციაციის წევრებსა და მათ ოჯახებს დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

სპეციალური პირობები ადვოკატებისთვის უკვე ამოქმედებულია. შეღავათით სარგებლობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ადვოკატის მოქმედი მოწმობის წარდგენის საფუძველზე შეუძლიათ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი