ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრო ბონო ცენტრი“ დაფუძნდა. ცენტრი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ცენტრის მიზანია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებსა და საქართველოში მოქმედ საადვოკატო ბიუროებს შორის სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება უფასო იურიდიული დახმარების გაწევის გზით.
პრო ბონო ცენტრის მართვას განახორციელებს ცენტრის გამგეობა, რომელსაც, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, უხელმძღვანელებს გიორგი ჭეხანი.
პრო ბონო ცენტრის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ მიზნის მიღწევას, რომ სხვადასხვა ბენეფიციარ ჯგუფებს არ შეეზღუდოთ ხარისხიან მართლმსაჯულებაზე წვდომა ფინანსური სირთულეებიდან გამო.




