საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან და ბათუმში მოღვაწე ადვოკატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ართვინში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ართვინის ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საქართველოსა და ართვინის ადვოკატთა ასოციაციებს შორის თანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში ართვინის ადვოკატები არაერთხელ ესტუმრნენ საქართველოს, რაც პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებასა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.
პარტნიორობა ქართველ და თურქ ადვოკატებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ართვინის ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ
