საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება უკრაინის მხარდასაჭერად

28 თებერვალი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული ომი და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებზე თავდასხმას.

მოვუწოდებთ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ დამოუკიდებელ უკრაინას და მიიღონ ყველა ზომა რუსეთის მთავრობის და ომის შესაჩერებლად.

ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ უკრაინის ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციასთან და გვაქვს სრული მზადყოფნა, გავუწიოთ მათ ყველა შესაძლო დახმარება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უკვე ამოქმედდა პრო ბონო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზი საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი