საკანონმდებლო ცვლილებები ადვოკატურის გაძლიერებისთვის

29 მაისი 2022

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი იქნა განხილული. 

წევრთა ფართო ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა და საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის: სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატის მიერ, პროფესიული საიდუმლოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება, ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებები, სასამართლო ხარჯების სამართლიანი განაწილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა, ფიზიკური პირის მიერ საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საშეღავათო დაბეგვრა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე, შეღავათი სახელმწიფო ბაჟში ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მუხლობრივად განიხილეს პარლამენტის წევრების მოსაზრებები და პოზიციები საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გადამუშავებული ვერსიის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. 

 სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი