რეფორმა ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის

10 ივნისი 2021

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისი მერიოტში მართლმსაჯულების რეფორმის თემაზე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მართლმსაჯულების სისტემის, იურიდიული პროფესიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციამ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმა: “ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის“  წარადგინა, რომელიც ამერიკისა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით შეიმუშავა. სამოქმედო გეგმა საადვოკატო პროფესიის მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა და სანდო, გამჭვირვალე და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. მართლმსაჯულების რეფორმის გეგმაში მოცემულია იურიდიული პროფესიის ხედვა, საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის განვითარების მიმართულებით.

კონფერენცია ევროსაბჭოსა და USAID ის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი