პირველი საზაფხულო სკოლა მედიაციაში - ადვოკატთა ასოციაციამ მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატებისთვის მედიაციის თემაზე სამდღიანი სემინარი ჩაატარა.
პროექტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებული ის ადვოკატები მონაწილეობდნენ, რომელთაც სამედიაციო პროცესის გამოცდილება ჯერ არ ჰქონდათ.
პირველი საზაფხულო სკოლა მედიაციაში აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება და ადვოკატთა ასოციაციაში ახალგაწევრიანებული ადვოკატებისათვის მედიაციასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ითვალისწინებს.
საზაფხულო სკოლის გახსნით ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის გენერალური მრჩევლის ოფისში, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) საერთაშორისო მრჩეველმა - ერიკ ვენცმა.
ამდღიანი სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილე ადვოკატებს სერტიფიკატები გადაეცათ.