10 ნოემბერს ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება

24 ოქტომბერი 2023

ძვირფასო ადვოკატებო!
ადვოკატის დღესთან დაკავშირებით ასოციაციის ორგანიზებით, წევრებისთვის საზეიმო მიღება წელს 10 ნოემბერს, პარასკევს გაიმართება

ამ დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას ასევე დაესწრებიან ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორები და უცხოელი კოლეგა ადვოკატები.

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 10 ნოემბერი (პარასკევი)
დრო 20:00 საათი
ღონისძიების ადგილი: რესტორანი „ფუნიკულიორი“  (მისმართი „მთაწმინდის პლატო“)
მონაწილეობის საფასური: 210 ლარი (გადახდა უნდა განხორციელდეს 5 ნოემბერის 16:00 საათამდე.)
ჩაცმის სტილი: კლასიკური
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათასოციაციის წევრებს.

პროგრამა:
მიღება 
საზეიმო ვახშამი 
ოფიციალური მილოცვები 
მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები

 

ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ რეგისტრაცია დადასტურებული პირები. რეგისტრაციის დადასტურებისთვის საჭიროა შემდეგი სარეგისტრაციო ბმულის შევსება და მონაწილეობის საფასურის გადახდა 5 ნოემბრის 16:00 საათამდე: სარეგისტრაციო ბმული

სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ თანხის ჩარიცხვა უნდა განახორციელოთ ანგარიშის ნომერზე:
სს "თიბისი ბანკი" GE06TB7339136010100053

მიმღები: მედეა გამდლიშვილი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი