მნიშვნელოვანი სიახლე წევრებისთვის

20 თებერვალი 2020

დავიწყეთ კიდევ ერთი სიახლის განხორციელება, რომელიც მოქმედი ადვოკატებისთვის კორპორაციული შეთავაზებების (ფასდაკლებები, განსაკუთრებული პირობები, ა.შ.) განვითარებას გულისხმობს. 


ასოციაციის მიერ სხვადასხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად, ასოციაციის წევრები აღნიშნული დაწესებულებებისგან მიიღებენ კორპორაციულ პირობებს. შეთავაზებების სია მუდმივად განახლდება და დაემატება ახალი შეთავაზებები. ამიტომ, პერიოდულად შეამოწმეთ ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ინფორმაცია და კორპორაციული შეთავაზებით სარგებლობისთვის ყურადღებით გაეცანით შეთავაზების ფარგლებში გაწერილ პირობებს. 


ამჟამად უკვე არსებული და სამომავლოდ გაკეთებული კორპორაციული შეთავაზებების სანახავად იხილეთ ბმული


გისურვებთ წარმატებებს! 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი