მნიშვნელოვანი გამოკითხვა

27 თებერვალი 2020

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2019 წლის 20 სექტემბერს შესული ცვლილების შესაბამისად (მუხლი 5¹), მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, არასრულწლოვანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებულ ადვოკატს.

აღნიშნული სპეციალიზაციის ტრენინგები ადვოკატებისთვის ასოციაციის მიერ ჩატარდება აპრილისა და მაისის თვეების განმავლობაში. იმისათვის, რომ განისაზღვროს სამოქალაქო სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატების ის რაოდენობა, რომელიც მუშაობს არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის მიმართულებით და შესაბამისად, ესაჭიროება სპეციალიზებული ტრენინგის გავლა, ტარდება გამოკითხვა 27 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით. 

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და ტრენინგის გავლის საჭიროების შესახებ ინფორმაციის დასაფიქსირებლად, ეწვიეთ ბმულს.
 

  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი