მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

30 ივნისი 2021

აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ბენჩ ბარზე ადვოკატთა ასოციაციის, გენერალური პროკურატურისა და  ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მოსამართლეებთან ერთად აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშრებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში.

„ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს, რომლის ძირითადი მიზანი  მართლმსაჯულების პროფესიათა  დიალოგის კულტურის დამკვიდრების გზით, ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებაა.  მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება უფრო ხარისხიანი და სანდო გახდეს ჩვენი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყოს თითოეული ადამიანის ინტერესებსა და მათი უფლებების დაცვაზე" - აღნიშნა დავით ასათიანმა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატს საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი