ირაკლი ყანდაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტის ახლად გახსნილი ოფისი დაათვალიერა

7 აპრილი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთაბ ერთად შსს მიგრაციის დეპარტამენტის ახლად გახსნილი ოფისი დაათვალიერა, რომელის ძირითადი საქმიანობა  საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფ უცხოელთა გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დავითაშვილი. 

ასოციაციის თავმჯდომარემ მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის ხელმძღვანელს იმ გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ადვოკატები აღნიშნულ დაწესებულებაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას აწყდებიან. მხარეები აღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ, აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი