ირაკლი ყანდაშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“

3 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.
ლექციას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. 

სამართლის დოქტორმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს დეტალურად გააცნო ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.

ლექციები უნივერსიტეტებში ადვოკატთა ასოციაციის კამპანიის - „როგორ გავხდე ადვოკატი?“ - ფარგლებში ტარდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი