5-7 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს.
ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ადვოკატთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
თამაშების განრიგი
5 ნოემბერი | გახსნა — 10:00 საათი
10:30 | აზერბაიჯანი – თურქეთი
11:30 | საქართველო – უზბეკეთი
6 ნოემბერი
10:30 | თურქეთი – უზბეკეთი
11:30 | საქართველო – აზერბაიჯანი
13:00 | აზერბაიჯანი – უზბეკეთი
14:00 | საქართველო – თურქეთი
7 ნოემბერი
10:30 | მატჩი მესამე ადგილისთვის
11:30 | ფინალი
13:00 | დაჯილდოების ცერემონია
ადგილმდებარეობა: ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრი
მისამართი: ალექსანდრე ბანძელაძის №8, თბილისი.
საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოში ადვოკატის პროფესიულ დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 8 ნოემბერს აღინიშნება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ადვოკატთა ნაკრებს!




