თბილისში სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება

30 ოქტომბერი 2026

პირველად საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირს (2nd Southern Caucasus Lawyers International Football Tournament) უმასპინძლებს.

ტურნირი 5 - 7 ნოემბერს გაიმართება და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების წარმომადგენელ ადვოკატებს გააერთიანებს, მათ შორის იქნებიან თურქეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გუნდები. საქართველოს კი ტურნირზე ადვოკატთა ასოციაციის გუნდი წარადგენს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატება აქვს მოპოვებული.

სპორტული ღონისძიების მიზანია ქვეყნებს შორის მეგობრული პროფესიული ურთიერთობების გაღრმავება, პროფესიული კავშირების განმტკიცება და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობა.

ტურნირი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრებაა, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებისთვის, დაამყარონ ახალი პროფესიული კონტაქტები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ხელი შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოში ადვოკატის პროფესიულ დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 8 ნოემბერს აღინიშნება.

.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი