ეთიკის კომისიის წევრებმა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს

29 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს.

ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ადვოკატის საქმიანობის სპეციფიკას, პროფესიის როლსა და მნიშვნელობას მართლმსაჯულების სისტემაში. მათ ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადვოკატის ეთიკური პრინციპები, პროფესიული პასუხისმგებლობა და ის სტანდარტები, რომლებიც სამართლებრივი პროცესის ღირსეულ და ეფექტიან წარმართვას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობის, პროფესიული ეთიკისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ ეთიკის კომისიის წარმომადგენლებისგან.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი