ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მორიგი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელიც მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორებიცაა:
- შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართულობის ეთიკურობა სისხლის სამართლის საქმეში.
- საზოგადოებრივი ადვოკატების ეთიკური ვალდებულებები დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მაშინ, როდესაც მათ უკვე ჰყავთ შეთანხმებით აყვანილი ადვოკატები.
- საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ საქმიდან თვითაცილების დაყენების ეთიკურობა.