ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ რუსთავში სამუშაო შეხვედრა გამართა

3 მაისი 2022

30 აპრილს განგრძობადი რეგიონალური შეხვედრების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა რუსთავისა და ქვემო ქართლის ადვოკატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ადვოკატებთან შეხვედრისას ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. ადვოკატებმა პროფესიული ეთიკის პრინციპები დისკუსიის რეჟიმში განიხილეს. 

შეხვედრის მონაწილეებს პროფესიული ეთიკის შესახებ კომისიის მიერ გამოცემული პროფესიული ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი