დარგობრივი სპეციალიზაციის კურსის, "სამშენებლო და არქიტექტუტული სამართალი" - დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა

1 ივლისი 2025

ადვოკატთა ასოციაციამ დარგობრივი სპეციალიზაციის კურსის - „სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი“ - დასკვნით შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა; მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ბერნდ შუნემანმა; და ქართულ-გერმანული სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ხუბუამ.

დავით ასათიანმა ადვოკატებს დარგობრივი სპეციალიზაციის პირველი ნაკადის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, გერმანიაში სასწავლო ვიზიტზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი